სიახლეები
დღეს, საქართველოს უნივერსიტეტმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ბატონ ფილიპ დიმიტროვს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ელჩი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ესუბრა.
შეხვედრაზე ბატონმა დიმიტროვმა ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ფარგლებში მიღწეულ წარმატებებს და ამ ურთიერთობების გაღრმავების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებას და სამომავლო პერსპექტივებს.
საქართველოს უნივერსიტეტმა ბატონ ფილიპ დიმიტროვს საპატიო დოქტორის ხარისხის წოდება მიანიჭა.
ელჩმა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს აკადემიური წარმატება და კარიერული წინსვლა უსურვა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.